ავტორი: თამთა გრიგოლია
გამომცემლობა: ელფი
გვერდები: 48
ყდა: რბილი
ასაკი: 6+
ფილოლოგმა თამთა გრიგოლიამ ეს ლამაზად ილუსტრი-რებული წიგნი, რომელშიც თანამედროვე თემაზე დაწერილი სამი ზღაპარი შედის, იმ ბავშვებისთვის დაწერა, ვინც ახლახან ისწავლა კითხვა. როგორც წესი, ზღაპრებში, კეთილი სძლევს ბოროტს, ამ ზღაპრებში კი ყველა პერსონაჟი კეთილია, თანაც უმეტესობა – შენი თანატოლი. იმდენად ნაცნობ გარემოში მიმდინარეობს მოქმედება, შეიძლება ზოგმა იფიქროს, ეს სულაც არ არის ზღაპარიო! მაგალითად, პირველი ზღაპრის – “კოჯრის ტყის საიდუმ-ლოს” – გმირი ანდრია სიკეთეს ეძებს. მართალია, ამის_თვის სახლიდან გაპარვა მოუწია, მაგრამ მეგობარსაც იპოვის და სიკეთესაც! მეორე ზღაპრის – “პრანჭია პრინცესას” – პერსონაჟში ბევრი გოგონა ამოიცნობს საკუთარ თავს. ხელმარჯვე ბიჭი კი თითოეული ხელსაწყოს გამოყენებას გასწავლის. არ გჯერა? მაშინ წაიკითხე.
top of page
Rating is 5.0 out of five stars based on 1 review
$2.00Price
bottom of page
მადლობელი ვარ.კმაყოფილი დავრჩი წიგნის