top of page
მოკვდი სიყვარულო

ავტორი: არიანა ჰარვიცი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: რბილი

გვერდები: 147

 

თანამედროვე არგენტინელი მწერლის არიანა ჰარვიცის რომანი „მოკვდი, სიყვარულო“, საფრანგეთის პატარა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სულიერ დრამაზე გვიყვება. ქალი სასოწარკვეთილი ებრძვის საკუთარ თავს, სურვილებსა და ოცნებებს; ცდილობს, შეეგუოს ბედს და იდეალური ოჯახური ცხოვრება შეიქმნას, არადა ბობოქარი ემოციები, დაუოკებელი ვნება და გაუწონასწორებელი ბუნება მუდმივად საწინააღმდეგო მხარეს ექაჩებიან.

დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება – ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს რომანის მთავარ პერსონაჟს. ცნობიერების ნაკადით მოთხრობილი ტექსტი საოცარი სიცხადით გამოხატავს სიგიჟის ზღვარზე მყოფი ქალის ფსიქიკურ მდგომარეობას და მის ყველაზე ბნელ ფიქრებს აშიშვლებს.

მოკვდი სიყვარულო

$7.00Price
    No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
    bottom of page