top of page
ჟაკლინი

ავტორი: ლელა ლაშხი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდები: 220

ყდა: რბილი

 

ჟაკლინმა ცხოვრება თავის სურვილებთან ბრძოლაში გაატარა. წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, საკუთარი თავის ძიება და მიღება – ყოველივე ეს ხანგრძლივი, და ხშირად ძალზე მტკივნეული პროცესია. „ჟაკლინში“ აღწერილი ამბები თითქოს ხელშესახებია, ნამდვილი. მთავარი გმირის მსგავსად, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოუნდომებია საკუთარი თავის გაცნობა, ის კი სრულიად უცხო აღმოჩენილა. ეს რომანი მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ ჩვენი თავი ისევე, როგორც სხვებს ვხედავთ. ლელა ლაშხი საფრანგეთში ცხოვრობს. იგი მწერალი, დრამის რეჟისორი და ფოტოჟურნალისტია. არის პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრი. 2014 წელს მისი თანაავტორობითა და თანარეჟისორობით პარიზის ანტუანის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „Cours, cours encore“ (მიდი, მიდი, გაიქეცი). იგი ხშირად იცვლის პროფესიებს. ამჟამად შატო „მობიუისონის“ შეფმზარეულია. „ჟაკლინი“ ლელა ლაშხის მეორე რომანია

ჟაკლინი

$8.00Price
    No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
    bottom of page