გამომცემლობა: ელფი
გვერდები: 192
ყდა: რბილი
ასაკი: 10+
ბიბლია ქართულად "წიგნებს" ნიშნავს. ბიბლია არის წიგნთა წიგნი, ქრისტიანობის წმინდა წიგნი. მას საუკუნეების განმავლობაში წერდნენ სხვადასხვა ავტორები, თუმცა მისი უშუალო ავტორი თავად ღმერთია. ბიბლია საუკუნეების განმავლობაში იყო და არის შემოქმედთა უშრეტი წყარო და მეცნიერთა მუდმივი კვლევის საგანი. ბიბლია გაყოფილია ორ ნაწილად: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. პირველად ქართულ ენაზე ბიბლია, ქრისტიანობის გავრცელებიდან მალევე, IV-V საუკუნეებში ითარგმნა. მხოლოდ XX საუკუნეში გახდა ბიბლია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, როდესაც იაკობ გოგებაშვილმა გამოაქვეყნა "საღმრთო ისტორია". ბიბლიის მთავარი თემაა კაცობრიობის ხსნა. ძველი აღთქმა ებრაელი ერის ურთიერთობას ღმერთთან, მისდამი დაუმორჩილებლობის პრობლემას და ამ პრობლემიდან ღმერთის მიერ მომზადებული გამოსავლის ხორცშესხმას მისი ძის, მესიის ანუ მხსნელის მეშვეობით. ახალი აღთქმა აღწერს იესო ქრისტეს ცხოვრებას: სიკვდილს, აღდგომასა და განდიდებას.
top of page
$4.00Price
No Reviews YetShare your thoughts.
Be the first to leave a review.
bottom of page