top of page
ჩაკლული სული

ავტორი: გრიგოლ რობაქიძე

გამომცემლობა: ინტელექტი

ასაკი: უფროსებისთვის

გვერდები: 214

ყდა: რბილი

 

გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ.

 

გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული" 1932 წელს დაიწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა" და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.

 

 

„წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს" – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად  გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.

 

 

რომანის მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა...

ჩაკლული სული

$19.95Price
    No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
    bottom of page